მცხობელი/კონდიტერი |
დამსაქმებელი: |
Best Western Kutaisi |
კატეგორია: |
სასტუმრო/რესტორანი/კვება,
|
ბოლო ვადა: |
2023/12/12 |
მდებარეობა: |
ქუთაისი
|
ნანახია: |
73 -ჯერ |
ბესტ უესტერნ ქუთაისი ეძებს ნიჭიერ, ინოვაციური იდეებით აღსავსე მცხობელს/კონდიტერს.
მცხობელის/კონდიტერის უფლება-მოვალეობები:
- საკონდიტრო ნაწარმის, პურის, რულეტებისა და დესერტების მომზადება/ცხობა.
- საჭირო ცომის, შიგთავსისა თუ კრემის მომზადებისთვის, სასწორით, დამხარისხებელი კონტეინერებით, ზუსტი ზომებითა და წონის მიხედვით მუშაობა; ფქვილისა თუ სხვა საჭირო მასალის აწონის პროცესის წარმართვა.
- კრემიანი ნამცხვრების მორთვა საკონდიტრო ჩანთის საშუალებით.
- საკონდიტრო მიქსერის მანქანაზე, კონკრეტული რეცეპტის მიხედვით, საჭირო დროისა და სიჩქარის დაყენება და მათი მართვა.
- მომხმარებლის სურვილისამებრ შეკვეთილი საკონდიტრო ნაწარმის მომზადება
- დამზადებული პროდუქტისთვის გარნირის მომზადება.
- რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა ჩვენს მიერ შეთავაზებული მენიუს განახლებისა და სპეციალური მოთხოვნის მქონე მომხმარებლების მოზიდვის მიზნით (მაგ: უგლუტენო და ვეგანური დესერტების შემოთავაზება).
- გააკონტროლოს საკვები საკვები პროდუქტების მომარაგების სიზუსტე და გააკეთოს შეკვეთა, საჭიროებისამებრ.
- დარწმუნდეს, რომ იყენებს მხოლოდ საჭირო პროდუქტებს, რათა არამიზნობრივად ხარჯვის შედეგი მინიმუმამდე დავიდეს.
- ყველა საცხობი აღჭურვილობის გაწმენდა, დაშლა და შენახვა, მათ შორის: ღუმელი, კონვექციური ღუმელი (proofer), იატაკი, საყინულე- მაცივარი.
- უზრუნველყოს მომზადებული პროდუქტების განთავსება როგორც სპეციალურ საწყობებში, ასევე საყინულე მაცივრებში.
- კომპანიის მენიუში არსებული საკონდიტროს ნაწარმის მომზადება შესაბამისი იერსახის დაცვით.
- ჰიგიენური წესების,სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა.
- ახალ რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილიობის მიღება.
ბენეფიტი
- სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
- ეფექტურ სადაზღვეო პროგრამაში ჩართვა;
- კვება;
- ტრანსპირტირებით უზრუნველყოფა;
- კონკურენტული ანაზღაურება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხიმგებლობის გრძნობა ;
- ორგანიზებულობა;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- 5 სამუშაო დღე კვირაში; 2 დღე დასვენება (დასვენების დღეების წინასწარ შეთანხმებით)
- 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
- ანაზღაურება 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა
- გასაუბრება( შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი პრეზენტაციის წარდგენა)
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე:
info@bwkutaisi.com
gm@bwkutaisi.com
ან დაგვიკავსირდეთ მითითებულ ნომერზე:
+995 599 89 01 33
+995 597 00 36 35
გისურვებთ წარმატებას!