ინჟინერი / მხაზველი |
დამსაქმებელი: |
საინჟინრო კომპანია Voigt Ingenieure |
კატეგორია: |
სამშენებლო,
|
ბოლო ვადა: |
2023/12/09 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
83 -ჯერ |
გერმანული საინჟინრო მხაზველობითი კომპანია Voigt Ingenieure აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ -მხაზველის პოზიციაზე, რომლის ფუნქცია-მოვალეობებშიც შედის AutoCAD-ში ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის წყალანირების, წყალმომარაგების, სადრენაჟე, მილსადენი და კანალიზაციის სისტემების, გზების, გვირაბების და ელექტრული ტრასების დაგეგმარება და დეტალური ნახაზების შექმნა.
კომპანია ოპერიერებს მხოლოდ ევროპულ ბაზარზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალვრის ან მაგისტრის ხარისხი სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით
- ნახაზების შექმნის გამოცდილება და ცოდნა
- აუცილებელია AutoCAD-is ფლობა და ამ პროგრამით მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა
- MS. Office ის ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის ქონა
- ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები
- გუნდური მუშაობის უნარი
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
- შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა
- შედეგზე ორიენტირულობა
- პუნქტუალურობა
რას გთავაზობთ ჩვენ:
- გამორჩეულად მაღალ ანაზღაურებას და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- გერმანული ენის სწავლის საშუალებას
- იმუშავებთ ინტერნაციონალურ კომპანიაში და გაეცნობით გერმანულ სტანდარტებს
- პროფესიულ ზრდას
- ტრენინგებს, მათ შორის გერმანიაში, ბერლინში
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათით გამოგზავნოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
georgien.recruiting@outlook.com ან დაგვიკავშირდით: +995 558 15 26 05