ავეჯის ამწყობ-მემონტაჟე |
დამსაქმებელი: |
Litten Tree |
კატეგორია: |
ლოჯისტიკა/ტრანსპორტი, ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
|
ბოლო ვადა: |
2023/12/09 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ანაზღაურება: |
2300 - 2500 ლარი
|
მართვის მოწმობა |
B კატეგორია
|
ნანახია: |
501 -ჯერ |
თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და გაქვს უფრო მეტის სწავლის სურვილი, გინდა
განვითარდე პროფესიულად და გქონდეს სტაბიულური სამსახური, ავეჯის ქართულ
საწარმოში Litten Tree ავეჯის ამწყობ-მემონტაჟეს ვეძებთ.
ჩვენი მოთხოვნები ასეთია:
უნდა იყო 25-დან 45 წლამდე ასაკის.
სასურველია თუ გექნება 1 წლიანი გამოცდილება;
სასურველია გქონდეს ავტომობილის მართვის მოწმობა, B კატეგორია.
შენს მოვალოებებში შევა:
ავეჯის ტრანსპორტირება დამკვეთის მისამართზე;
დამზადებული ავეჯის დამკვეთის მისამართზე აწყობა-მონტაჟი;
მონტაჟის ნაწილში დამკვეთთან კომუნიკაცია და მისთვის მაღალი ხარისხის
მომსახურების გაწევა;
ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ პროფესიული კრიტერიუმების გარდა პიროვნული
თვისებებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგია თუ იქნები:
ხშირად იქნები ინიციატორი და სიახლეების მიმართ გახსნილი;
გუნდური მუშაობა შენთვის სასიამოვნო იქნება;
ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა შენი
ძლიერი მხარეები იქნება.
გექნება მოლაპარაკებებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
ჩვენს კომპანიაში დაგხვდება:
პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა;
მეგობრული გუნდი;
სტაბილური ანაზღაურება;
პროფესიონალური დამოკიდებულება;
საერთაშორისო კატეგორიის მანქანა-დანადგარები და მათთან მუშაობისა და
სწავლის შესაძლებლობა.
ხელფასი განისაზღვრება შენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის
გათვალისწინებით, საშუალოდ 2300-დან 2500 ლარამდე.
თუ თვლი, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო და ნაყოფიერი
იქნება გამოგვიგზვანე შენი აპლიკაცია (CV) ელ. ფოსტაზე: info@littentree.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერებზე: 574 07 00 11 ; 592 15 19 19