• https://charte.ge/

ავტორი

ქუთაისი ინნ

tel: 599 096 709

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დიასახლისი
დამსაქმებელი: ქუთაისი ინნ
კატეგორია: დასუფთავება,
ბოლო ვადა: 2023/12/07
მდებარეობა: ქუთაისი
ნანახია: 172 -ჯერ

ინნ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 7 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ,როიალ ინნ, გუდაური ინნ,ბაკურიანი ინნ, ქუთაისი ინნ, ახალციხე ინნ და გორი ინნ.
სასტუმრო ქუთაისი ინნ ამჟამად ეძებს დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო ცვლის განმავლობაში, სასტუმროს ოთახების, სველი წერტილების ან /და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • სამუშაო ურიკების მოწესრიგება და შევსება შესაბამისი ინვენტარით;
  • ზედამხედველის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
  • აღჭურვილობისა და სამუშაო იარაღების მოვლა და გაფრთხილება;
  • საჭირო ქიმიკატებისა და ინვენტარის ინსტრუქციების დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენება.
  • სასტუმროს ნომრების სტანდარტების მიხედვით დალაგება;
  • სასტუმროს ნომერში თეთრეულის გამოცვლა და ინტსრუქციების შესაბამისად მოწესრიგება.
  • ოთახებში აბაზანისთვის საჭირო ინვენტარის მუდმივად შევსება და რაოდენობის კონტროლი.
  • სასტუმროს ნომრებში ჭიქების, ყავის, შაქრის, ჩაისა და წყლის ყოველდღიური შევსება.
  • აივნის მოწესრიგება/დალაგება, საფერფლის კონტროლი.
  • ნაგვის ოთახებიდან გამოტანა და გადაყრა.
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით განახორციელოს სხვა მისთვის დაკისრებული მოვალეობები;


ძირითადი მოთხოვნები:

  • შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ( სასტუმროს დასუფთავების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საბაზისო ჰიგიენურ, სანიტარული ნორმების ცოდნა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ენერგიულობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • გუნდში მუშაობის უნარი;


ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • კონკურენტუნარიან საბონუსე სისტემას;


პირობები:

  • 5 სამუშაო დღე
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი
  • კვება
  • დაზღვევა


გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ, თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: Hr@inngroup.ge
ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე +995 599 096 709
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - დიასახლისი

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა