• https://charte.ge/

ავტორი

ასოციაცია ”ჰერა-XXI"

tel: 032 2 37 92 23
mail: xxi@caucasus.net

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უფასო სტაჟირება არასამთავრობო ორგანიზაციაში
დამსაქმებელი: ასოციაცია ”ჰერა-XXI"
ბოლო ვადა: 2016/01/11
ასაკი: 17 - დან
ნანახია: 3804 -ჯერ
ასოციაცია “ჰერა-XXI” მოტივირებულ ახალგაზრდებს აძლევს შანსს გახდნენ ორგანიზაციის თანასწორ განმანათლებლები, გაიარონ ორგანიზაციის მიერ სრულიად დაფინანსებული ”ტრენერთა ტრენინგის” – 3 დღიანი კურსი, გაიარონ სტაჟირება და სამომავლო პერსპექტივით, დასაქმდნენ ორგანიზაციაში. 



საქართველოს არასამთავრობო, მომავალ მშობელთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი, ასოციაცია “ჰერა-XXI” 15 წელზე მეტია მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მაშტაბით და უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას. 



განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

1. კვალიფიკაცია: 



· ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა; 

· ინგლისური ენის ცოდნა (გრამატიკული წერა); 

· კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის Power Point-ის ცოდნა; 

· შეეძლოს ინტერნეტითა და ელექტრონულ ფოსტით სარგებლობა; 





2. განმცხადებელს უნდა: 



· აინტერესებდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფერო; 

· იყოს მონდომებული ღრმად შეისწავლოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების სფერო; 

· აინტერესებდეს არასამთავრობო სტუქტურის მენეჯმენტის შესწავლა და პროგრამების მართვა; 

· ქონდეს სურვილი განავითაროს ~ლიდერი~-ს უნარჩვევები; 

· ქონდეს სურვილი ისწავლოს ტოლერანტული დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ; 

· ქონდეს სურვილი ისწავლოს დამოუკიდებელი მუშაობა; 

· ქონდეს სურვილი ისწავლოს და განვითაროს ~ტრენერი~-ს უნარ-ჩვევები. 





სააპლიკაციო პროცედურა: 



· შერჩევის პირველ ეტაპზე განმცხადებლებმა უნდა გამოგზავნონ პირადი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი; 

· მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებთან გაიმართება სკაიპ-გასაუბრება; 

· მე-3 ეტაპზე გადასული განმცხადებლები უნდა გამოცხადდნენ გასაუბრებაზე ასოციაცია ჰერა XXI-ში, წინასწარ შეთანხმებულ დროს; 



განაცხადები მიიღება 11 დეკემბრიდან 11 იანვრის ჩათვლით: 



· დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია ( რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი, თუ რატომ ხართ დაინტერესებული ორგანიზაციასთან თანამშრომლობით) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: xxi@caucasus.net 

· ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: hera-youth.ge 


დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
კონტაქტი : ელ-ფოსტის გაგზავნა570 10 17 11
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა