| მოლარე-კონსულტანტი | 
             
            
               | დამსაქმებელი: | სუპერმარკეტების ქსელი დეილი | 
                         
               | კატეგორია: | კლიენტთა მომსახურება, | 
                          
               | ბოლო ვადა: | 2023/10/17 | 
                         
               | მდებარეობა: | ქუთაისი | 
                                                                                                             
            
              
                                                                             
             
               | ნანახია: | 294                   -ჯერ | 
         
          
                        სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
"დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში. ამ ეტაპზე ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ ქუთაისში შემდეგი პირობებით:
- ზეგანაკვეთური საათები ანაზღაურებადია დამატებით 25%- გაზრდილი ოდენობით;
- ღამე მუშაობის საათები (24:00-09:00სთ) ანაზღაურებადია დამატებით 25% გაზრდილი ოდენობით;
- გეგმიური ბონუსი მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით;
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C)
- სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;
- სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
- მომხმარებლებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევა;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
- გამოცდილება არ არის აუცილებელი;
პიროვნული მახასიათებლები:
- სწრაფად ადაპტაციის უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
- თავაზიანი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ), სამუშაო ცვლის შეთანხმება შესაძლებელია
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 
HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 216 514
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!