საკრედიტო ოფიცრი |
დამსაქმებელი: |
ბერმელი |
კატეგორია: |
საბანკო,
|
ბოლო ვადა: |
2023/10/14 |
მდებარეობა: |
ახალციხე
|
ნანახია: |
38 -ჯერ |
შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე ქ.ახალციხეში
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
- ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების
სფეროში;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word” და Microsoft Excel”).
ძირითადი მოვალეობები:
- ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო
პროდუქტების შეთავაზება;
- განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
- დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და
სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
- მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
- ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
- საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
- საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
პიროვნული თვისებები:
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი.
პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40
საათაინი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ
ელექტრონულ მისამართებზე: hr@bermeli.ge
ან დაგვიკავშირდით +995 568 700 300,
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი.