საწყობის ხელმძღვანელი |
დამსაქმებელი: |
მაქსიმა |
კატეგორია: |
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
|
ბოლო ვადა: |
2023/10/14 |
მდებარეობა: |
ბათუმი
|
ნანახია: |
84 -ჯერ |
ავეჯის აქსესუარებისა და მასალების კომპანია MAXIMA-ს ესაჭიროება საწყობის ხელმძღვანელი!
ფუნქციები:
- საწყობის გამართული მუშაობის პროცესების ორგანიზება და ზედამხედველობა;
- პროდუქციის მიღება, დათვლა, დასაწყობება;
- ყოველდღიური ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი;
- პროდუქციის გაცემის უზრუნველყოფა მოთხოვნის შესაბამისად;
- რეალიზაციის აღრიცხვა;
- ნაშთების აღწერა და ბუღალტერთან შედარება;
- საწყობისთვის საჭირო ინვენტარის და სახარჯი მასალების მოთხოვნა;
- საწყობის სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა და კონტროლი;
- დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კონტროლი და მოვალეობების განსაზღვრა;
მოთხოვნები:
- საწყობის მართვის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდის მართის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- შაბათი-კვირა დასვენება
ანაზღაურება: 2000 ლარი
კვება უფასო
მის: ქ.ბათუმი, ხახულის მეორე შესახვევი #71
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
info@maxima.geან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 574 08 81 08