საწყობის თანამშრომელი |
დამსაქმებელი: |
ALL-P METAL |
კატეგორია: |
სხვა,
|
ბოლო ვადა: |
2023/10/14 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
142 -ჯერ |
შპს ,,All-P METAL“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე:
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში არსებული სამშენებლო მასალების და ინვენტარის კონტროლი და აღრიცხვა შესაბამის ბაზაში;
- საწარმოდან შემოსული მოთხოვნის ფორმის დამუშავება და დროული რეაგირება;
- შეკვეთილი მასალების შესაბამის ავტომანქანაზე დატვირთვის მონიტორინგი;
- შემოსული საქონლის აღრიცხვა, შეფასება-დათვალერება (დაზიანებული პროდუქციის თავიდან აცილების მიზნით) დასაწყობება;
- ახალი პროდუქციის მიღება, შეფასება, აღრიცხვა და დასაწყობება;
- საქონლის ნაშთების მონიტორინგი და ყოველთვიური ინვენტარიზაცია;
- დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მარაგების გაცემაზე მოთხოვნის მიღება და საწყობიდან საქონლის გაცემა;
- დღის დახურვა და დოკუმენტაციის გადაცემა საწყობის მენეჯერისთვის;
- უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
- სასურველია პოზიციაზე მუშაობის 1 წლის გამოცდილება;
- MS Office -ის ცოდნა (აუცილებელია Excel-ის სრულყოფილად ცოდნა);
- სასურველია საწყობო პროგრამების ცოდნა (1C/FINA/ERP);
- სასურველია სასაქონლო-მატერიალური აქტივების თანმხლები დოკუმენტების მომზადების ცოდნა(ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა);
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორინტირებულობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექრონულ მისამართზე: giolipa4@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გადარჩევა მოხდება ყოველდღიურ რეჟიმში. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბერი.