მუშა |
დამსაქმებელი: |
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი |
კატეგორია: |
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
|
ბოლო ვადა: |
2023/10/13 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
სამუშაო გრაფიკი |
სრული დღე
|
ანაზღაურება: |
1150 - დან
|
ნანახია: |
134 -ჯერ |
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მატერიალური რესურსების
სამსახურის სამეურნეო ადმინისტრირების დეპარტამენტში მუშის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
პოზიციის შესაბამისად გონივრულ ვადაში დაკისრებული მოვალეობების შესრულება,
კერძოდ, უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა სამუშაოები;
პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო;
უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსიდან ინვენტარის და მასალების დათვირთვა,
გადმოტვირთვა, გადაადგილება;
სხვა და სხვა ტვირთის დახარისხება და დალაგება;
ხელმძღვანელი პირების მითითების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოსაყენებელი ინსტრუმენტების დასახელების და გამოყენების წესების ცოდნა;
შრომის დაცვის ნორმების, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და
ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ცოდნა;
კარგი ფიზიკური მზაობა;
შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
მოწესრიგებულობა;
ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
შრომისმოყვარეობა;
დისციპლინურობა;
თავაზიანობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00
საათიდან - 18:00 საათამდე (1 საათი შესვენება).
ანაზღაურება 1150 ლარი (დარიცხული)
მისამართი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე
vacancy@iliauni.edu.ge ან დაგვიკავშირდეთ 577 55 33 21 (დიტო) 2023 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით (გთხოვთ, “subject” ველში
მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „მუშა“
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი ვალდებული იქნება
წარმოადგინოს ჯანმრთლეობის ცნობა.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების
შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში
დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.