ბუღალტერ-ოპერატორი |
დამსაქმებელი: |
კლინტექ |
კატეგორია: |
ბუღალტერია/ფინანსები,
|
ბოლო ვადა: |
2023/10/06 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
253 -ჯერ |
კომპანია "კლინტექ" - ი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
(კომპანიაზე დამატებითი ინფორმაციის შესახებ, გადადით ბმულზე: https://zoma.ge/)
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში არსებული სასაქონლო ნაშთების პროგრამული კონტროლი და ინვენტარიზაცია;
- საქონლისა და მომსახურების შემოსვლის გატარება;
- მყიდველის შეკვეთების დამუშავება;
- რეალიზაციების გატარება და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა 1C პროგრამიდან;
- უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და 1C პროგრამაში ასახვა;
- შიდა გადაადგილებების პროგრამაში ასახვა და ზადნადებების გამოწერა;
- უშუალო უფროსის თანამდებობასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაფიო მოთხოვნები:
- ბუღალტრული პროგრამის (1C) მაღალ დონეზე ფლობა - აუცილებელი პირობაა;
- ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამულად დამუშავების გამოცდილება -აუცილებელი პირობაა;
- უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობაში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 68ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)
სამუშაო საათები 09:00 - დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 1500 (ათას ხუთასი) ლარი (NET)
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@zoma.ge და hr@zoma.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია.
გისურვებთ წარმატებას!