ლაჯანურჰესის ჰიდროტექნიკური ჯგუფის უფროსი |
დამსაქმებელი: |
ენერგო პრო ჯორჯია |
კატეგორია: |
სხვა,
|
ბოლო ვადა: |
2023/10/06 |
ნანახია: |
61 -ჯერ |
პოზიციის დასახელება: ლაჯანურჰესის ჰიდროტექნიკური ჯგუფის უფროსი
კომპანია: სს “ეპ ჯორჯია გენერაცია”
სამუშაო ადგილი: სოფ. ალპანა
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 13 სექტემბერი, 2023 წ.
სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს ლაჯანურჰესის ჰიდროტექნიკური ჯგუფის უფროსის
პოზიციაზე.
მოვალეობები და ვალდებულებები:
კაშხლის და დაწნევის რეზერვუარის ნაგებობების და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების,
სადერევაციო არხის, გვირაბების, უქმი წყალსაგდები, სადღეღამისო რეგულირების აუზის,რაბები,
წყალმიმღების, გამრეცხის, ქვედა ბიეფის და ამწე მექანიზმების მეთვალყურეობა, რომლებიც
ემსახურება ჰიდრო-ტექნიკური ჯგუფის უფროსის დაქვემდებარებაში მყოფ მოწყობილობებს,
ასევე სადგურის ტერიტორიის და მასზე არსებული შენობების მეთვალყურეობა და მათ
ნორმალურ ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა.
კაშხლის ჰიდრომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის წესების
დაცვის უზრუნველყოფა და მოქმედი საწარმო ინსტრუქციების მიხედვით, მექანიკური
მოწყობილობების გამართულობის, სანდოობის და ეკონომიური მუშაობის მიღწევა.
მოწყობილობების და სამუშაო ადგილების შემოვლა, უსაფრთხოების ტექნიკის წესების და
საწარმოო ინსტრუქციების დაცვის კონტროლი, პერსონალისგან სამუშაო ადგილებზე და
მოწყობილობებზე სისუფთავის დაცვის მოთხოვნა.
პირადად სისტემატური კონტროლის განხორციელება ჰიდრო-მექანიკური მოწყობილობების
მუშაობაზე, ყველა დეფექტის და ჰიდრო-ტექნიკური მოწყობილობების გაუმართაობის
აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
ჰესზე შრომის დაცვის უსაფრთხოების სამუშაოების ორგანიზება და კოორდინაციის გაწევა,
კონტროლი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების დაცვაზე, პროფილაქტიკური სამუშაოების
ჩატარება საწარმოო ტრავმების აცილების მიზნით.
მონაწილეობის მიღება უბედური შემთხვევების განხილვაში და მათი თავიდან აცილების ზომების
შემუშავებაზე. სააწარმოო ტრავმის შედეგად გაწეული ხარჯის ანაზღაურებისთვის საბუთების
მომზადების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
შესაბამის სფეროში სამოცდილება - 2 წელი.
განათლება -უმაღლესი ან პროფესიული ( ჰიდროტექნიკური მშენებლობა)
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე:
vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-
pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ
მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.