შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი |
დამსაქმებელი: |
ინოვა |
კატეგორია: |
უსაფრთხოება/დაცვა,
|
ბოლო ვადა: |
2023/10/03 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
175 -ჯერ |
სამედიცინო ცენტრი ინოვა აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე
ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალპროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.
მისამართი: საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის I შეს. #6 (სანდრო ეულის ქ.)
სამუშაო გრაფიკი: ცვლები (24 საათიანი მორიგეობა.)
ანაზღაურება: 700 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლინიკის შიდა და გარე ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფა;
- 24 საათიან რეჟიმში ვიდეო-მეთვალყურეობის კამერების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება;
- არასამუშაო საათებში (6 სთ-ის შედგომ) ცხელ ხაზზე შემოსული ზარების გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში;
- არასამუშაო საათებში (6 სთ-ის შემდგომ) განყოფილებაში პაციენტისთვის ასატანი ნივთების დატოვება და შესაბამის განყოფილებაში სანიტრებისთვის მიწოდება;
- შეასრულოს ხელმძღვანელი პირების სხვა სამსახურებრივი დავალებები, კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი განაცხადი/საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე
vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 599604460
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.