• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კინკიშაჰესის მუშა
დამსაქმებელი: ენერგო პრო ჯორჯია
კატეგორია: ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
ბოლო ვადა: 2023/09/29
მდებარეობა: ქობულეთი
ნანახია: 98 -ჯერ

პოზიციის დასახელება: კინკიშაჰესის მუშა
კომპანია: სს “ეპ ჯორჯია გენერაცია”
სამუშაო ადგილი: ქობულეთი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 6 სექტემბერი, 2023 წ.
ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი: 1100 ლარი გადასახადების ჩათვლით
სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს კინკიშაჰესის მუშის პოზიციაზე.
მოვალეობები და ვალდებულებები:
 ჰ/ტექნიკური ნაგებობების იმედიანი და უავარიო მუშაობის უზრუნველყოფისათვის
სისტემატიური დაკვირვება მათ მდგომარეობაზე და სწორ ექსპლუატაციაზე.
 ნაგებობების განლაგების ტერიტორიებზე დამეწყვრის ნიშნების აღმოჩენა, გრუნტიდან
ფილტრაციის წყლების წარმოქმნაზე დაკვირვება.
 სისტემატიურად ყურადღება უნდა მიაქციოს ფილტრაციული წყლების რაოდენობის ცვლილებას
და წყლის ფერს. აწარმოებს დაკვირვებებს კაშხლის ზედა და ქვედა ბიეფში. ახალი ფილტრაციის
კერების აღმოჩენის შემთხვევაში აცნობებს ადმინისტრაციას ან მართვის ფარის ოპერატორს.
 სისტემატიურად უნდა შეასწოროს დაზიანებული შემოღობვები, დაასუფთავოს არხები მცირე
რაოდენობის შემონატანებისაგან, ტრასები გაწმინდოს ბუჩქნარისა და ხეებისაგან, უნდა
მოახდინოს გორგოლაჭების და მისის ფუნდამენტების დასუფთავება.
მოთხოვნები:
 საშუალო ან ტექნიკური განათლება.
 შესაბამის სფეროში არანაკლები 1 წლიანი გამოცდილება.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე:
vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-
pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ
მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს
კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის,
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ
თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის
განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური
ვაკანსიის შემთხვევაშიც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა