• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ელექტრული მანქანების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ენერგო პრო ჯორჯია
კატეგორია: ავტო–მოტო სერვისი, ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
ბოლო ვადა: 2023/09/29
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 171 -ჯერ

პოზიციის დასახელება: ელექტრული მანქანების სპეციალისტი
კომპანია: სს “ეპ ჯორჯია გენერაცია”
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 6 სექტემბერი, 2023 წ.
ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი: 2200-2500 ლარი გადასახადების ჩათვლით

სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს ელექტრული მანქანების სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები და ვალდებულებები:
 ჰიდროელექტროსადგურში დიაგნოსტიკის, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება კომპანიაში
დანერგილი პროგრამის მიხედვით;
 ახალი ელექტრიდანადგარების ექსპლუატაციაში შეყვანა;
 ძველი ელექტროდანადგარების შეფასება და დიაგნოსტიკა, ხარვეზების აღმოფხვრა. ყველა სახის
მოწყობილობების გამოცდა მეთოდური და სხვა სახელმძღვანელოების მიხედვით, მათი
ექსპლუატაციაში დროული შეყვანა;
 დანადგარების შეკეთების და გამოცდის კალენდარული გრაფიკების შექმნა;
 სამუშაოს პარამეტრების გაზომვების მონაცემების ანალიზი, საჭირო გათვლების შესრულება და
ნაწილების, კვანძების, სისტემების ექსპლუატაციისთვის ვარგისიანობაზე დასკვნების გაცემა,
მათი გაუმართაობის მიზეზების გამოვლენა;
 ჰესზე არსებული ნახაზების წაკითხვა და ელექტრო ნახაზების კარგი ცოდნა ახალი
სტანდარტების შესაბამისად;
 ექსპლუატაციის, შეკეთების და გამოცდის საკითხებთან დაკავშირებული ორგანიზაციული,
ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის ცოდნა;
 მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების, კონსტრუქციული თვისებების, მუშაობის
რეჟიმების და დანიშნულების ცოდნა, ასევე მათი ტექნიკური ექსპლუატაციის წესების ცოდნა;
 ელექტრული მანქანების მონტაჟის მეთოდების, რეგულირების, შეკეთების და დიაგნოსტიკის
ცოდნა;
 მოწყობილობების შემოწმების, შეკეთების და გამოცდის დროს გამოსაყენებელი საკონტროლი
საშუალებების, მოწყობილობების და ხელსაწყოების ცოდნა;
 ელექტრული მანქანებზე სამონტაჟო სამუშოების, შეკეთების და სარემონტო სამუშაოების,
გამოცდების და ტექნიკური მომსახურების ჩატარების ცოდნა;
მოთხოვნები:
 უმაღლესი ენერგეტიკული განათლება ( ელექტრული მიმართულებით)
 2-3 წლიანი გამოცდილება ელექტრული მიმართულებით

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე:
vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/
2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ
მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს
კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის,
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ
თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის

განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური
ვაკანსიის შემთხვევაშიც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა