• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
არქივარიუსი ქუთაისში
დამსაქმებელი: მინიმარტს
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2014/09/27
მდებარეობა: ქუთაისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
მიმაგრებული ფაილები: Attachment_(2)1.doc

ნანახია: 368 -ჯერ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას არქივარიუსის     თანამდებობაზე  ქუთაისში, სათაო ოფისში .
 
"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 40 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 25 ფილიალის მეშვეობით. 
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
 
ძირითადი მოვალეობები:
 
  • მიღებული საარქივო მასალის აღრიცხა, დამუშავება და შენახვა;
  • საჭიროების შემთხვევაში შენახული დოკუმენტაციის მოძიება;
  • ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქცია მოვალეობებსაც.
 
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
  • დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
 
 
დაინტერესებულ პირებს 2014 წლის 27 სექტემბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
 
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა