• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში
დამსაქმებელი: ენერგო პრო ჯორჯია
კატეგორია: სოფლის მეურნეობა, ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
ბოლო ვადა: 2023/09/22
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 79 -ჯერ

თანამდებობის დასახელება: სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი”
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 აგვისტო, 2023 წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი” აცხადებს კონკურსს სპეციალისტის სამეურნეო საკითხებში
პოზიციაზე.
    მოვალეობები და ვალდებულებები:
 ჰოლდინგში და დამკვეთი კომპანიების სათაო ოფისის შენობაში არსებული საკანალიზაციო
სისტემის, გათბობა/კონდიცირების დანადგარების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამართულად და
უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფა
 ჰოლდინგში და დამკვეთი კომპანიების სათაო ოფისის შიდა და გარე პერიმეტრზე არსებული
ნარგავების (ხეები, დეკორატიული განწვანება და სხვადასხვა სახის  მცენარეები) მოვლა.
 სხვადასხვა სახის გაუმართაობის აღმოფხვრა (საკანალიზაციო პრობლემა, გათბობა-კონდიცირების
დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა, მიმდინარე რემონტი, სამღებრო სამუშაოები,
საყოფაცხოვრებო ელ/ტექნიკის აგრეთვე საოფისე ავეჯის შეკეთება და სხვა მიმდინარე საკითხები,
რომელიც დაკავშირებულია ოფისის გამართულად ფუნქციონირებასთან)

    მოთხოვნები:
 მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე:
vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-
pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ
მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა