• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიღების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი, სხვა,
ბოლო ვადა: 2023/09/30
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 1000 - დან
ნანახია: 470 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და
წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო
ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების
დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია „ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მიღების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40.
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - შაბათი 09:00სთ - 18:00სთ;
ანაზღაურება - 1000 ლარი;
მოვალეობები:
- საწყობში შემოსული (იმპორტირებული / შიდა მომწოდებლების) პროდუქციის მიღება;
- მიღებული პროდუქციის შესაბამის სასაწყობე ინვენტარზე განთავსება/შეფუთვა;
- მიღებული პროდუქციის მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში განთავსება/დასაწყობება;
- სამუშაო/სასაწყობე სივრცის დალაგება - სასაწყობე ინვენტარის, პალეტების, ყუთების და სხვა
სასაწყობე ინვენტარის განთავსება მიზნობრივად გამოყოფილ ადგილზე;
- პროდუქციის მახასიათებლების შემოწმება ელ. მოწყობილობის (პოკეტის) მეშვეობით;
- პროდუქციის ვადიანობისა და ვიზუალური მხარის კონტროლი;
- პროდუქციის შეფუთვაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული საინფორმაციო ფურცლის
(ანოტაცია) შემოწმება;
- სასაწყობე მეურნეობის განვითარების მიზნით სიახლეების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების დაცვა;
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:
- პროდუქტიულობა;
- ხარისხზე ორიენტირება;
- შედეგზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობა;
- დისციპლინა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „მიღების სპეციალისტი“, რათა მოხდეს
თქვენი კანდიდატურის განხილვა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ფუდსერვისში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები
კომპანია ფუდსერვისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი
ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ
გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის
მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში,
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა