• https://charte.ge/

ავტორი

სუპერმარკეტი ქართლი

tel: (+ 995 32) 2907907/104

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უსაფრთხოების თანამშრომელი ორთაჭალაში
დამსაქმებელი: სუპერმარკეტი ქართლი
კატეგორია: უსაფრთხოება/დაცვა,
ბოლო ვადა: 2014/09/24
მდებარეობა: თბილისი
ასაკი: 18 - დან
სქესი: მდედრობითი
ნანახია: 1207 -ჯერ
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე ახალი სუპერმარკეტისთვის, რომელიც იხსნება 2014 წლის ოქტომბერში სანდრო ეულის №2 და ვაჟა-ფშაველას კვეთაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! 
 
  • სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი, გორგასლის ქ. №61
  • სტაჟირება: 2 კვირა 
1.სტაჟირების პერიოდში თქვენ სრულად გაგაცნობენ თქვენს მოვალეობებს;
2.სტაჟირების დაწყებამდე თქვენთან გაფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება;
3.სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ  გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება;
 
  • ხელზე  ასაღები  ანაზღაურება: 270 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი:   2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება
  • ასაკი: 18 წლიდან
  • სქესი: მდედრობითი
 
მოვალეობები:
  • მომხმარებლის ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
  • სუპერმარკეტის გარე და შიდა პერიმეტრის კონტროლი;
  • სუპერმარკეტის თანამშრომლების კონტროლი;
  • მონიტორების კონტროლი;
  • ყოველდღიურად რეპორტის სახით ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელზე;
 
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
 
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მობრძანდით გასაუბრებაზე ოთხშაბათს, 17 და 24  სექტემბერს 11 საათზე გორგასლის ქ. №61.  თან იქონიეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ან წარმოადგინეთ „ფრესკოს“ შევსებული სააპლიკაციო ფორმა.  (სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს  www.fresco.ge/vacancy)
 
გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: (+ 995 32) 2907907/104
ელ. ფოსტა: www.fresco.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა