• https://charte.ge/

ავტორი

სუპერმარკეტი ქართლი

tel: (+995 32)2 907 907/ 104

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ცვლის კონსულტანტი საბურთალოზე
დამსაქმებელი: სუპერმარკეტი ქართლი
კატეგორია: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2014/09/20
მდებარეობა: თბილისი
ასაკი: 18 - დან
ნანახია: 296 -ჯერ
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას ცვლის კონსულტანტის პოზიციაზე ახალი სუპერმარკეტისთვის, რომელიც იხსნება 2014 წლის ოქტომბერში სანდრო ეულის №2 და ვაჟა-ფშაველას კვეთაზე  და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! 
 
სტაჟირების  ადგილი:  ქ.თბილისი გორგასლის №61
სტაჟირება: 2 კვირა 
  • სტაჟირების პერიოდში თქვენ სრულად გაგაცნობენ თქვენს მოვალეობებს;
  • სტაჟირების დაწყებამდე თქვენთან გაფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება;
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ  გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება;
 
ხელზე ასაღები  ანაზღაურება:  256,50 ლარი
სამუშაო გრაფიკი:  3 დღე მუშაობა, 1 დღე დასვენება
ასაკი: 18 წლიდან
 
მოვალეობები:
  • მომხმარებლის სწრაფი ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურეობა;
  • პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
  • დისციპლინისა და სისუფთავის დაცვა;
  • თაროების პროდუქციით შევსებაზე ზრუნვა;
  • ფასდებულების დადება პროდუქციაზე;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი
 
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
 
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მობრძანდით გასაუბრებაზე შაბათს 20 სექტემბერს 12:00  საათზე ქ.თბილისი გორგასლის №61 .  თან იქონიეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ან წარმოადგინეთ „ფრესკოს“ შევსებული სააპლიკაციო ფორმა.  (სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს  www.fresco.ge/vacancy )
 
გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: (+995 32)2 907 907/ 104
ელ. ფოსტა: www.fresco.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა