• https://charte.ge/

ავტორი

სუპერმარკეტი ქართლი

tel: (+995 32)2 907 907/ 104

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე საბურთალოზე
დამსაქმებელი: სუპერმარკეტი ქართლი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2014/09/20
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 304 -ჯერ
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას მოლარის  პოზიციაზე ახალი სუპერმარკეტისთვის, რომელიც იხსნება 2014 წლის ოქტომბერში სანდრო ეულის №2 და ვაჟა-ფშაველას კვეთაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! 
 
სტაჟირების ადგილი:  ქ.თბილისი,  გორგასლის ქ. №61
სტაჟირება: 2 კვირა 
  • სტაჟირების პერიოდში თქვენ სრულად გაგაცნობენ თქვენს მოვალეობებს;
  • სტაჟირების დაწყებამდე თქვენთან გაფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება;
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ  გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება;
 
ხელზე ასაღები  ანაზღაურება:  288 ლარი
სამუშაო გრაფიკი:  3 დღე მუშაობა, 1 დღე დასვენება, სამუშაო მოიცავს  დღის და ღამის ცვლას;
ასაკი: 18 წლიდან
 
მოვალეობები:
  • მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურეობა;
  • სალარო ოპერაციების განხორციელება სწრაფად  და უშეცდომოდ;
  • სალაროს მიმდებარე ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა;
  • სალაროს მიმდებარე ტერიტორიაზე პროდუქციის სათანადო დონეზე წარმოდგენის უზრუნველყოფა
 
აუცილებელი მოთხოვნა:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
 
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
 
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მობრძანდით გასაუბრებაზე შაბათს 20 სექტემბერს , 12:00  საათზე გორგასლის  №61.  თან იქონიეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ან წარმოადგინეთ „ფრესკოს“ შევსებული სააპლიკაციო ფორმა.  (სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს  http://fresco.ge/vacancy.doc  )
 
გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: (+995 32)2 907 907/ 104
ვებ.გვერდი: www.fresco.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა