• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბრიგადირი
დამსაქმებელი: AICON
კატეგორია: ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
ბოლო ვადა: 2025/11/20
ნანახია: 438 -ჯერ

ვაკანსია: ბრიგადირი / პრორაბი შლაგბაუმების, კარებებისა და ვიდეოთვალთვალის სისტემების მონტაჟსა და სერვისში

ვალდებულებები:

შლაგბაუმების, გასაწევი და ფრთიანი კარებების, ასევე ვიდეოთვალთვალის სისტემების მონტაჟის ორგანიზება და კონტროლი.

მონტაჟისთვის საჭირო მუშების დამოუკიდებლად მოძიება და ჩართვა სამუშაო პროცესში.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, ამოცანების განაწილება და შესრულების კონტროლი.

სარემონტო და სერვისული სამუშაოების შესრულება (მოვლა, დიაგნოსტიკა, გაუმართაობის აღმოფხვრა).

ხარჯვითი მასალებისა და იარაღების კონტროლი, აღრიცხვა და ანგარიშგება.

თითოეული ობიექტის სრული ანგარიშგება:

ობიექტზე გატარებული სამუშაო საათები,

გზაში გატარებული დრო,

გავლილი კილომეტრები,

შესრულებული სამუშაოს ვიდეოანგარიში.

მონტაჟისა და სერვისის ვადებისა და ხარისხის დაცვა.

მოთხოვნები:

ასაკი: 40–50 წელი.

მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბრიგადირის ან პრორაბის პოზიციაზე (სასურველია ავტომატიკის, კარებების, დომოფონების ან ვიდეოთვალთვალის სფეროში).

სარემონტო და სერვისული უნარები.

მუშების მოძიებისა და ორგანიზების უნარი მონტაჟის სამუშაოებისთვის.

პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, შრომისმოყვარეობა, დავალების ზუსტად გაგებისა და ხარისხიანად შესრულების უნარი.

მუშაობის სურვილი და ინტერესი საკუთარი პროფესიის მიმართ.

მართვის მოწმობა და მზადყოფნა ხშირი მივლინებებისთვის საქართველოს მასშტაბით.

მობილურით/კამერით ფოტოსა და ვიდეოანგარიშის მომზადებისა და მიწოდების უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო კვირაში 6 დღე.

ანაზღაურება: პირველი 10 კვირა — კვირაში 500 ლარი. შემდეგ — 800 ლარი და მეტი, შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის მიხედვით.

ყველა პროცესი და შესრულებული სამუშაო ყოველდღიურად ფიქსირდება და კონტროლდება.

სამუშაო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (ხშირი მივლინებებით).

გრძელვადიანი თანამშრომლობა.

საკონტაქტო: 577283732

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა