• https://charte.ge/

ავტორი

სუპერმარკეტი ქართლი

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების კონსულტანტი საბურთალოზე
დამსაქმებელი: სუპერმარკეტი ქართლი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2014/09/20
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 371 -ჯერ
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას წარმოების კონსულტანტის პოზიციაზე ახალი სუპერმარკეტისთვის, რომელიც იხსნება 2014 წლის ოქტომბერში სანდრო ეულის №2 და ვაჟა-ფშაველას კვეთაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! 
 
  • სტაჟირების ადგილი:  ქ.თბილისი,  გორგასლის ქ. №61
  • სტაჟირება: 2 კვირა 
1.სტაჟირების პერიოდში თქვენ სრულად გაგაცნობენ თქვენს მოვალეობებს;
2.სტაჟირების დაწყებამდე თქვენთან გაფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება;
3.სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ  გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება;
 
  • ხელზე ასაღები  ანაზღაურება:  283,50 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი:  4 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება
  • ასაკი: 18 წლიდან
მოვალეობები:
  • მომხმარებლის სწრაფი ხარისხიანი და თავაზიანი მომსაურეობა;
  • მზა პროდუქციის  ცოდნა;
  • ხაზის სისუფთავეზე ზრუნვა;
  • ხაზში წარმოდგენილი პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის დაფასოება;
  • ფასდებულების დადება პროდუქციაზე;
  • პროდუქციის სასაქონლო კოდების   ზედმიწევნით ცოდნა.
 
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
 
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მობრძანდით გასაუბრებაზე შაბათს 20 სექტემბერს 12:00 საათზე  ქ.თბილისი გორგასლის №61 .  თან იქონიეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ან წარმოადგინეთ „ფრესკოს“ შევსებული სააპლიკაციო ფორმა.  (სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს http://fresco.ge/vacancy.doc )
 
 
გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: (+ 995 32) 2 907907/104
ელ. ფოსტა: www.fresco.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა