სოციალური მედიის მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
გოლიათი |
ბოლო ვადა: |
2023/06/30 |
ნანახია: |
318 -ჯერ |
სპორტული საკვები დანამატების კომპანია "გოლიათი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ციფრული მედია-არხების განვითარების სტრატეგიის შემუშავება
- სარეკლამო ბანერების დიზაინისა შექმნა/დამუშავება
- სოციალური გვერდებისთვის ვიზუალური მასალის მომზადება / განთავსება
- მიზნობრივი აუდიტორიისთვის საჭირო კონტენტის შექმნა
- გვერდზე შემოსული შეტყობინებებისთვის პასუხის გაცემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
- გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop, Illustrator ან/და Corel)
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- შემოქმედებითობა, კრეატიულობა და იმპროვიზაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაბელურობა
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა
ხელფასი: 500 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: goliati.ge@gmail.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სოციალური მედიის მენეჯერი“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 593106949