• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ზაჰესის ელ.მონტიორი
დამსაქმებელი: ენერგო პრო ჯორჯია
ბოლო ვადა: 2023/06/30
ნანახია: 179 -ჯერ

პოზიციის დასახელება: ზაჰესის ელ.მონტიორი
კომპანია: სს “ეპ ჯორჯია გენერაცია”
სამუშაო ადგილი: ზაჰესი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 7 ივნისი, 2023 წ.

სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს ზაჰესის ელ.მონტიორის პოზიციაზე

მოვალეობები და ვალდებულებები:
 ელ.დანადგარების და მოწყობილობების სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მუშაობაში
ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ელექტროტექნიკური საამქროს
უფროსს ან ელექტროტექნიკური ლაბორატორიის ინჟინერს, სათანადო ზომების მისაღებად.
 ელექტრო დანადგარ–მოწყობილობებში მუშაობის დროს დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის,
სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური ექსპლუატაციის წესები.
 ასრულებს ინჟინერ–ენერგეტიკოსის დავალებებს ელექტროტექნიკური მოწყობილობების
მიმდინარე ექსპლუატაციაზე, შეკეთების და ასევე ავარიული სიტუაციის არსებობის
შემთხვევაში მისი აღმოფხვრის დროს.
 საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულებისთვის
მოთხოვნები:
 საშუალო ტექნიკური განათლება (ელექტრული)
 სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
 გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე:
vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-
pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 7 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ
მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა