• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ბერმელი
ბოლო ვადა: 2023/06/30
ნანახია: 169 -ჯერ

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“
აცხადებს ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის  პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
* ინფორმაციის დაცვის სისტემებისა და საშუალებების არჩევა
* მომხმარებელთა რეგისტრაციის/გაუქმების/უფლებების
დროებითი შეჩერების განხორციელება დომენურ ქსელში, ბანკის
საოპერაციო დღეში, საკრედიტო პროგრამაში და მათი უფლებების
გამიჯვნა აღნიშნულ სისტემებში შესაბამისი პროცედურის
საფუძველზე
* საბანკო ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის პროგრამების
დანერგვაში მონაწილეობის მიღება
* ელექტრონული გასაღების, სერთიფიკატების და პაროლების
პერიოდული ცვლილების პროცესის უზრუნველყოფა
* ანტივირუსული პროგრამისა და ელ.ფოსტის მონიტორინგი
* ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების
შემთხვევების მოძიება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების
სფეროში
 სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების
დაცვის სფეროში
 მონაცემთა ბაზებისა და ოპერაციულ სისტემებთან
დაკავშირებული უსაფრთხოების  საკითხების დეტალური
ტექნიკური ცოდნა
 უსაფრთხოების სისტემებში გამოცდილება, მათ შორის:
ფაიერვოლები, შემოჭრების აღმოჩენის სისტემები (IPS),
ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემების
აუთენტიკაცია, ლოგების მართვა, შემცველობის ფილტრაცია, 
 ქსელურ უსაფრთხოებასთან, ქსელურ ტექნოლოგიებთან
მუშაობის გამოცდილება და ასევე სისტემების,
უსაფრთხოებისა და ქსელის მონიტორინგის უტილიტებთან
მუშაობის გამოცდილება

 უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების,
მოდელებისა და პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა
 კანდიდატი გაცნობიერებული უნდა  იყოს ვებ 
ტექნოლოგიებში (ვებ-აპლიკაციები, ვებ სერვისები, სერვისზე
ორიენტირებული არქიტექტურები) და ქსელთან/ვებთან
დაკავშირებულ პროტოკოლებთან
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20
საათამდე, 40 საათიანი სამუშო კვირა.
 ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით .
 აგრეთვე პროფესიული ტრენინგები საჭიროებიდან გამომდინარე.
 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე
(CV) შემდეგე ლექტრონულ მისამართეზე:  hr@bermeli.ge 
 გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ადგილი.
 გისურვებთ წარმატებას!
 საკონტაქტო ინფორმაცია: 568 700 300

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა