• https://charte.ge/

ავტორი

აქვამარინ თბილისი

tel: 598 081 608

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დაცვის თანამშრომელი
დამსაქმებელი: აქვამარინ თბილისი
ბოლო ვადა: 2023/06/30
ნანახია: 302 -ჯერ

სასტუმრო „გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი“ - ელეგანტური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 215 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.  
სასტუმრო „აკვამარინ  თბილისი“  მდებარეობს „ჯინო აკავაპარკის“ მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი საუკეთესო  „ველნეს“ ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში. 
გსურთ ახლად გახსნილ სასტუმროში გამოცდილების შეძენა და თანამშრომლობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად? გთოხვთ იხილოთ ჩვენი ვაკანსია. 

სასტუმრო აკვამარინ თბილისი აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე
 
ძირითადი მოვალეობები: 

  • ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლებისა და სტუმრების გადაადგილების მონიტორინგი (შემოსვლა და გასვლა);
  • პოლიციის ანდა სახანძრო სამსახურის გამოძახება საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში (მაგ: დასაცავ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ან უცხო და საეჭვო პირის არსებობის შემთხვევაში);
  • უსაფრთხოების სისტემის და მოწყობილობების მუდმივი კონტროლი;
  • ქურდობისა და ძარცვის შემთხვევების აღკვეთა;
  • კომპანიის შიდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;


კომპანია გთავაზობთ:  

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს  
  • კონკურენტულ ანაზღაურებას  
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) 
  • კვებით და უნიფომრით უზრუნველყოფას 

 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@ginoseaside.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 598 081 608 
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. 
 
გისურვებთ წარმატებას! 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა