აწჰესის მემონტაჟე, ამწის ოპერატორი |
დამსაქმებელი: |
ენერგო პრო ჯორჯია |
ბოლო ვადა: |
2023/06/25 |
ნანახია: |
39 -ჯერ |
პოზიციის დასახელება: აწჰესის მემონტაჟე, ამწის ოპერატორი
კომპანია: სს ეპ ჯორჯია გენერაცია
სამუშაო ადგილი: ქედის რ-ნ სოფ. მახუნცეთი
სახელფასო განაკვეთი: 1200 ლარი გადასახადების ჩათვლით
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2023 წ.
სს ეპ ჯორჯია გენერაცია“ აცხადებს კონკურსს აწჰესის მემონტაჟე, ამწის ოპერატორის პოზიციაზე.
მოვალეობები და ვალდებულებები:
არსებული მოწყობილობის და დანადგარების დემონტაჟი, რემონტი და მონტაჟი
ახალი მოწყობილობის და დანადგარების მონტაჟი
მექანიკური მოწყობილობის დეფექტების აღმოფხვრა
ჰიდროაგრეგატების მოწყობილობის დეფექტების აღმოფხვრა
ხიდურა და ჯოჯგინა ამწის მართვა
ხიდურა და ჯოჯგინა ამწის პერიოდული დათვალიერება და სათანადო ჟურნალის წარმოება
ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეულ სამსახურეობრივ დავალებებს
საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულებისთვის
მოთხოვნები:
საშუალო სპეციალური განათლება
ხიდურა და ჯოჯგინა ამწის მართვის სათანადო პროფესიული მომზადება/გამოცდილება
ტვირთების დაწყობის წესების ცოდნა
ძრავების, კომანდოკონტროლერების და რედუქტორების მუშაობის პრინციპის ცოდნა
პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ცოდნა
ხანძარუსაფრთხოების წესების ცოდნა
გუნდური მუშაობის უნარი;
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო
ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე:
http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ
მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.