ადმინისტრატორი |
დამსაქმებელი: |
Natali |
ბოლო ვადა: |
2023/06/25 |
ნანახია: |
71 -ჯერ |
”NATALI” სილამაზის სამყაროში ძლიერი და რესპექტაბელური ბრენდია.
”NATALI”-ს პირველი სილამაზის სალონი თბილისში 1995 წელს გამოჩნდა და მას
შემდეგ არის უპირობო ლიდერი სილამაზის ინდუსტრიაში.
”NATALI” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლების ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია, მომსახურებებისა და
პროდუქციის შესახებ;
მომხმარებლებთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება და მონაცემთა
ბაზის მართვა;
შიდა დოკუმენტაციის მოწესრიგება;
ძირითადი მოთხოვნები:
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსულიც;
სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით ჩაითვლება
უპირატესობად
აუცილებელი თვისებები:
ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: hr@natali.ge
სათაურის ველში(subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
“NATALI” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და
გისურვებთ წარმატებებს!
შპს "NATALI"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV
გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია,
კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული
პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.