• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლაბორანტი ექიმი
დამსაქმებელი: მეგალაბი
ბოლო ვადა: 2023/06/25
ნანახია: 242 -ჯერ

„მეგალაბი“ აცხადებს ლაბორანტი ექიმის ვაკანსიას
“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული
დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
 ლაბორატორიული კვლევების შესრულება;
 ლაბორატორიაში სახარჯ მასალებსა და რეაგენტებზე მეთვალყურეობა;
 ლაბორატორიული სამედიცინო აპარატების მოვლის პროცედურების დაცვა;
 პრეზენტაციების მომზადება და სამედიცინო პერსონალთან წარდგენა;
 საჭირო პრაქტიკული თუ თეორიული უნარ-ჩვევების და ცოდნის გაზიარება
თანამშრომლებთან;
 შიდა ლაბორატორიულ შეხვედებსა და კონფერენციებზე დასწრება/მონაწილეობა;
 საინფორმაციო პრეზენტაციების მომზადება;
 განყოფილების უფროსისთვის დროულად ინფორმაციის მიწოდება
ლაბორატორიაში წარმოშობილი პრობლემის თუ გადასაჭრელი საკითხების
შესახებ;
 ლაბორატორიაში სანიტარულ–ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი სამედიცინო განათლება;
 ლაბორატორიული მედიცინის სახელმწიფო სერთიფიკატი;
 მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
 სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
 ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
 დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
 დროის ეფექტური მართვის უნარი;
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები:
 გრაფიკი: 16 სთ-იანი მორიგეობა 3 დღეში ერთხელ;
 ანაზღაურება: შესრულებული კვლევების მიხედვით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ივნისი , 2023 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
„მეგალაბი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და
გისურვებთ წარმატებებს.
„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ
შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური
მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი
ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს
მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და
დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ,
მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ
თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა