• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
 აუდიტი
დამსაქმებელი: ბერმელი
ბოლო ვადა: 2023/06/25
ნანახია: 163 -ჯერ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში:
პოზიციის დასახელება: აუდიტი
 სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:20
სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე. 
ანაზღაურება: მინიმალური ხელფასი 2500 ლარი;
ძირითადი მოვალეობები:
** აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა პროცესების შემოწმება დარღვევების, შეუსაბამობებისა და პროცესში
არსებული სისუსტეების გამოსავლენად;
** რისკზე დაფუძნებული მიდგომით კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა მათში არსებული
რისკის არეების გამოსავლენად;
** გამოვლენილი რისკების და შეუსაბამობების გამოსწორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში
მონაწილეობის მიღება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
** დანერგილი პოლიტიკებისა და პროცედურების არსებულ პროცესებთან შესაბამისობის შემოწმება;
** თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
** პროცესების შემოწმება დანერგილი ძირითადი რისკ ინდიკატორების მიხედვით;
** სამსახურის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
** კომპანიაში არსებული ძირითადი რისკების რეესტრების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებისა და ექსელის (Vlookup, Hlookup, Lookup, indirect, match.) მაღალ დონეზე
ცოდნა;
** სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები/უნარები:
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართებზე
:: hr@bermeli.ge
სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიი სდასახელება განცხადებაში
მითითებული პოზიციის დასახელების მიხედვით - მთავარი ბუღალტერი ან ბუღალტერი

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 568 700 300

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა