იურისტი |
დამსაქმებელი: |
ბერმელი |
ბოლო ვადა: |
2023/06/25 |
ნანახია: |
242 -ჯერ |
შპს მისო "ბერმელი " აცხადებს ვაკანსიას იურისტის (მინდობილი პირი) პოზიციაზე ქ.
ბათუმში
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების
შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა)
მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი
ნოტარიულად დამოწმება.
სასამართლო წარმომადგენლობა;
მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/
სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
კომპანიის თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე
პირებთან;
წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და
ორგანიზაციებში;
საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება
სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და
ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს
შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან
რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”)
პიროვნული თვისებები:
პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:00
სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
ანაზღაურება - კვალიფიკაცის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში
თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მობილური: 568 700 300