პროექტების განვითარების განყოფილების უფროსი სპეციალისტი |
დამსაქმებელი: |
ენერგო პრო ჯორჯია |
ბოლო ვადა: |
2023/06/25 |
ნანახია: |
48 -ჯერ |
პოზიციის დასახელება: პროექტების განვითარების განყოფილების უფროსი სპეციალისტი
(გეოდეზისტი)
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 24 მაისი, 2023 წ.
სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს პროექტების განვითარების განყოფილების
უფროსი სპეციალისტის (გეოდეზისტი) პოზიციაზე.
მოვალეობები და ვალდებულებები:
სამუშაოს პრიორიტეტების განსაზღვრა და გეგმა-გრაფიკის შედგენა;
კომპანიის საკუთრებაში არსებული ელექტრული ქსელის ან/და სხვა შენობა-ნაგებობების
აგეგმვა;
სამშენებლო-საპროექტო ობიექტების დაკვალვა;
ტყის მასივებზე მდებარე სამშენებლო-საპროექტო ობიექტების ტყეკაფის კოორდინატების
აღება;
ასაგეგმი ობიექტის დოკუმენტაციის მომზადება;
საკადასტრო აგეგმვითი ნახაზების მომზადება;
GPS კოორდინატებით სიტუაციური ნახაზების მომზადება;
კომპანიის ელ. ქსელის ელექტრონული რუკების მომზადებაში მონაწილეობა;
სისტემური რეგისტრაციის პროექტში მონაწილეობა;
აგეგმვასთან დაკავშირებული კორესპონდენციების განხილვა, შესაბამისი მასალებისა და
წერილის მომზადება;
ყოველკვირეული, კვარტალური და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.
მოთხოვნები:
• ჯიპიეს ხელსაწყოთი აგეგმვის და საკადასტრო ნახაზების მომზადების გამოცდილება;
• ArcGIS-ის, საოფისე პროგრამების Word, Excel, Outlook, PDF ცოდნა;
უძრავი ქონების ამგეგმავის ლიცენზია (სასურველია);
• ავტომობილის მართვის მოწმობა;
• საქართველოს მასშტაბით მივლინებებში გამგზავრების შესაძლებლობა;
• კომუნიკაბელურობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული
სააპლიკაციო პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV
ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე:
http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 24 მაისის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში
არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.