ოფისის მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
Pine Tree International |
ბოლო ვადა: |
2023/06/23 |
ნანახია: |
75 -ჯერ |
სადისტრიბუციო კომპანია "Pine Tree International"- ი, აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში შემოსული და კომპანიიდან გასული კორესპონდენციის მართვა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება;
- ორგანიზაციის საკომუნიკაციო და ტექნიკური, სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ორგანიზება და კონტროლი;
- ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი
- კომპანიის დოკუმენტაციის (ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები, მიღება-ჩაბარებები) წარმოება, დამუშავება, კორექტირება და დაარქივება;
- ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა;
- შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება / ვიზიტორების დახვედრა;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება და თანამშრომლების მუშაობის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში.
- ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს და სამუშაო განრიგის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
- ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და მოგვარების უზრუნველყოფა.
- თათბირებზე და შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის/დავალებების კონსოლიდირება და შესრულების დედლაინების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმოება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მოტივირებულობა.
სამუშაო განაკვეთი სრული: 09:00 – 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 12კმ.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე:
HR@pinetree.ge და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 322 389 389 /+995 322 389 380.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ინახავს კომპანიის ბაზაში 2 წლის განმავლობაში.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით