სტაჟირება - ბუღალტერი |
დამსაქმებელი: |
IGAL |
ბოლო ვადა: |
2023/06/19 |
ნანახია: |
64 -ჯერ |
IGAL აცხადებს უფასო სასწავლო სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
სტაჟირების პროცესში შეხება გექნებათ სხვადასხვა სფეროს ბუღალტერიასთან (ვაჭრობა, წარმოება და მომსახურების სხვადასხვა საქმიანობები.)
სამუშაოს აღწერა: შესასრულებელი სამუშაო მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ:
- პროგრამაში ოპერაციების ასახვა;
- ზედნადებების ატვირთვა;
- აქტიური ზედნადებების დასრულება;
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
- ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- ხელფასების აღრიცხვა და კრედიტორ-დებიტორების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი;
- ეკონომიკური/ფინანსური განათლება, სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- სასურველია Excel-ის და Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
არჩეული კანდიდატები გაივლიან სასწავლო სტაჟირებას, რომელიც საშუალებას მისცემს მათ მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, ისწავლონ ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობა და განავითარონ ის პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ მათ შემდგომი განვითარებისთვის. წარმატებულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@igal.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 196 413