• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დეკორირების სპეციალისტი
დამსაქმებელი: MAF Carrefour Georgia
კატეგორია: კრეატივი/დიზაინი,
ბოლო ვადა: 2014/09/30
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ინგლისური
ქართული
რუსული
ნანახია: 2596 -ჯერ
"მაფ კარფურ საქართველო" მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია დეკორირების სპეციალისტის პოზიციაზე.
 
"კარფური" - მსოფლიოშიერთ-ერთიუდიდესი, ხოლო ევროპაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია. "კარფურჯგუფი", 360 000 თანამშრომლით, შედის მსოფლიოს კერძო დამსაქმებელთა საუკეთესო შვიდეულში. კომპანიას გახსნილი აქვს 10000 მაღაზია 34 ქვეყანაში და ლიდერია დამსაქმებლებს შორის ყველა ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს.
 
"კარფური", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რომ ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.
 
"მაფკარფურსაქართველო" გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებსვაკანსიას დეკორირების სპეციალისტის პოზიციაზე.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • დეკორაციის მენეჯერის დახმარება მაღაზიის დეკორირებაში;
  • უზრუნველყოს, რომ საინფორმაციო ნიშნები, პრდუქციის დასახელება და ფასმაჩვენებელი იყოს მომხმარებლისთვის ნათელი და მიმზიდველი;
  • უზრუნველყოს რომ ვიზუალური მასალა შესაბამისობაში იყოს კომპანიის დეკორირების კონცეფციათან;
  • ვიზუალური მასალის შექმნა, განახლება და მაღაზიაში განთავსება;
  • კომპანიის კორპორატიული ჟურნალისა და სხვა ტიპის ბროშურების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • პოსტერების ბეჭდვა, დაჭრა და ლამინირება;
  • დეკორაციის დეპარტამენტის მასალებისთვის განკუთვნილი საწყობის მოწესრიგება.
 
მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გრაფიკული კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Corel Draw, Adobe Photoshop, Adobe Illustrator;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ბრწყინვალე ორგანიზაციული და დროის მართვის უნარ-ჩვევები;
  • დეტალებისადმი ყურადღება, სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
  • რამდენიმე დავალების პარალელურად  შესრულების და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • თვითმოტივირებული, ინიციატივიანი, გუნდური.
 
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბრისა.  გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება„დეკორირების სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთნ.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა