გეოდეზისტი |
დამსაქმებელი: |
ენერგო პრო ჯორჯია |
ბოლო ვადა: |
2023/06/05 |
ნანახია: |
98 -ჯერ |
პოზიციის დასახელება: გეოდეზისტი
კომპანია: სს “ეპ გენერაცია”
სამუშაო ადგილები: თბილისი
ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი: 2000-2200 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 მაისი, 2023 წ.
სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს გეოდეზისტის პოზიციაზე
მოვალეობები და ვალდებულებები:
ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის კონტროლი და გეოდეზიური
დაკვირვებების განხროციელება;
გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება, ჰესის რემონტის მსვლელობის
დროსაც;
ჰესის გეოდეზიური მონიტორინგის სისტემების აღდგენაში მონაწილეობის მიღება;
გეოდეზიური მონიტორინგის აღდგენილი სისტემების მდგომარეობის კონტროლი;
საველე მონაცემების კამერალური დამუშავება
ტექნიკური ანგარიშების შედგენა;
ტექნიკოს-გეოდეზისტების და მუშების ხელმძღვანელობა გეოდეზიური სამუშაოების
ჩატარების დროს;
პროგრამების და კალედარული გრაფიკების შედგენა;
მზომი ხელსაწყოების და აპარატურის მომზადება, მეტროლოგიური კონტროლის
განხორციელება;
სამუშაოების პარამეტრების გაზომვების მონაცემების ანალიზი და საჭირო გამოთვლების
შესრულება;
ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმება,
ავარიის და მუშაობაში ხარვეზების მიზეზების გამოძიება და მათ აღმოსაფხვრელად
ღონისძიებების შემუშავება;
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (გეოდეზიის მიმართულებით)
შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
გეოდეზიურ მოწყობილობებზე მუშაობის ცოდნა( GPS აპარატურა, ტახომეტრი)
რუსული ან ინგლისურის ენის ცოდნა
კომპიუტერული საოფისე პროგრამების და Autocad, Credo ცოდნა
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV (ინგლისურ ან რუსულ
ენებზე) ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე:
http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ
მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.