• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე ზუგდიდში
დამსაქმებელი: GeoCapital
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2014/10/15
მდებარეობა: ზუგდიდი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 1055 -ჯერ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია GeoCapital-ი აცხადებს ვაკანსიას  მოლარის პოზიციაზე ზუგდიდის ფილიალში.
 
ჯეოკაპიტალი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა და ყველაზე დიდი ამერიკული ინვესტიციაა ქუთაისში (იმერეთის რეგიონში) ამერიკული მენეჯმენტით. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს კონკურენტუნარიან განაკვეთებს, უმაღლესი დონის მომსახურებას და უფასო განათლებას ფინანსურ უნარებში.
 
სამუშაოს აღწერილობა:
 
  • კლიენტების ეფექტური მომსახურება თანხის მიღება/გაცემა/კონვერტაციებთან დაკავშირებით.
  • სალაროს ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად.
  • დღის მანძილზე სალაროში არსებული თანხის ლიმიტების კონტროლი და საჭიროებისას შესაბამისი რეაგირება.
  • სალაროს დღიური საბუთების წარმოება და შენახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად.
  • კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, მენეჯმენტის მიერ მოცემული სხვადასხვა დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება.
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება.
  • მოლარედ მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში).
  • ფულთან მუშაობის ნიუანსების ცოდნა, სისწრაფე და სიზუსტე.
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობსი უნარი.
  • თავაზინობა.
  • პუნქტუალურობა.
  • აკურატულობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
 
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი დასაქმდეთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ორგანიზაციაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე jobs@geocapital.ge , ვაკანტური პოზიციის დასახელების (მოლარე) მითითებით. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა