• https://charte.ge/

ავტორი

რუსთავის ავტობაზრობა

mail: hr@autopapa.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
დამსაქმებელი: რუსთავის ავტობაზრობა
ბოლო ვადა: 2023/04/05
მდებარეობა: რუსთავი
ნანახია: 225 -ჯერ

რუსთავის ავტობაზრობა Autopapa აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

გახდით კავკასიის ყველაზე დიდი და თანამედროვე ავტოკომპლექსის, მარკეტინგის დეპარტამენტის გუნდის წევრი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • გახდეთ კვალიფიციური და გამოცდილი გუნდის წევრი;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: 1300-1800 ლარი, კლვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია სიახლეების გაცნობისა და პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით;
  • ახალი კლიენტების მოძიება, კომპანიის სერვისების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება,  ხელშეკრულების გაფორმება;
  • ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
  • კომპანიის კლიენტების პორტფელის წარმოება (დებიტორული დავალიანების კონტროლი, თანხების ამოღებაზე ზრუნვა, პრობლემური დებიტორების შესაბამის სტრუქტურებზე გადაცემა);
  • გაყიდვების გუნდის შედეგების მონიტორინგი;
  • გაყიდვების გუნდის შედეგების მიხედვით, ხელფასების დაანგარიშება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით;
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • რუსული ენის ცოდნა აუცილებელია;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office პროგრამების ცოდნა საშუალოზე მაღალ დონეზე.

 

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.


მეტი ინფორმაციისათვის
გვესტუმრეთ: 

https://www.autobazroba.com/

https://autopapa.ge/ge/page/about

https://m.facebook.com/autopapa.ge/

მოგვწერეთ: hr@autopapa.com

დაგვიკავშირდით: +995591512644 ნათია.

 

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა