• https://charte.ge/

ავტორი

ჯაოკენი

tel: (+995) 555 39 62 48
mail: vacancy@jaokeni.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სანტექნიკის და აბაზანის მოწყობილობების კატეგორიის მენეჯერი
დამსაქმებელი: ჯაოკენი
ბოლო ვადა: 2023/04/15
მდებარეობა: თბილისი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 207 -ჯერ
კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად:  მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში. 
კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას სანტექნიკის და აბაზანის მოწყობილობების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე. 
პოზიცია: სანტექნიკის და აბაზანის მოწყობილობების კატეგორიის მენეჯერი 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი  
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი+ ბონუსები (ულიმიტო შესაძლებლობებით) გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე. 
ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 3 თვე - 2000₾ 
 

ფუნქცია მოვალეობები:  
  • მარაგების კონტროლის უზრუნველყოფა და პროდუქტის შეკვეთა 
  • დაქვებდებარებული პირების ყოველდღიური სამუშაო პროცესის  
  • მართვა/შეფასება 
  • სამუშაო ადგილას კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა 
  • შესაბამისი სტანდარტების მიხედვით შოურუმის მერჩენდაიზინგის მოწყობის უზრუნველყოფა 
  • ბაზარზე არსებული მოთხოვნების ანალიზი და მათზე რეაგირება 
  • ფასწარმოქმნა და ბაზარზე ფასების კონტროლი 
  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევა 
  • თავისი კატეგორიის ჭრილში ფილიალებში მივლინებები თვეში ერთხელ.  
  • თავისი კატეგორიის ჭრილში ფილიალების გამართული და ეფექტური სამუშაო პროცესის კონტროლი/უზრუნველყოფა. 
  • მომხმარებელთან მომსახურების და პროცედურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა 
  • უშუალო ხელმძღვანელთან ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა; 
  • კატეგრორიის გეგმებისა და ამოცანების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა. 
 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა 
  • ინგლისური ან რუსული ენის ფლობა 
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • თვითმოტივირებისა და გუნდის მოტივირების უნარი 
  • მართვის უნარი 
  • დელეგირების უნარი 
  • პასუხისმგებლიანი 
  • კომუნიკაბელური 
 
ჩვენ გთავაზობთ:  
  • პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; 
  • სადაზღვევო პოლისს. 
  • კორპორაციულ ფასდაკლებას.  
  • პროფესიულ განვითარებას. 
 
კანდიდატების შერჩევა მოხდება 3 ეტაბად.   
  • სატელეფონო გასაუბრება 
  • ინდივიდულაური გასაუბრება 
  • ტესტი  
​​გთხოვთ​, ​დაინტერესებულმა​ ​კანდიდატებმა​ ​გამოაგზავნოთ​ ​თქვენი​ ​რეზიუმე​ ​შემდეგ​ ​ელექტრონულ​ ​მისამართზე​: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში მიუთითეთ პოზიცია „სანტექნიკის და აბაზანის მოწყობილობების კატეგორიის მენეჯერი“ 
განაცხადიs შემოტანის ბოლო ვადა:  15.04.2023 წ. 
 
​​გისურვებთ​ ​წარმატებას​ 

 

 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა