გაყიდვების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
იმპორტიორი |
ბოლო ვადა: |
2023/04/17 |
ნანახია: |
97 -ჯერ |
სადისტრიბუციო კომპანია "იმპორტიორი" საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტების იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (პრისელერის) პოზიციაზე თბილისში.
განრიგი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქს + ბონუსი (საშუალოდ 1000-2000)
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებში შეკვეთების გაფორმება
- პორტფელში არსებული ყველა პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია
- მერჩენდაიზინგის წარმოება (გაყიდვების წარმოება)
- პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა
- კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელის მართვა
- ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება
- სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
- მომხმარებლების თავაზიანად მომსახურება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია
- დისტრიბუციაში, გაყიდვებში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია
- მართვის მოწმობა B ან A კატეგორიის ქონა სასურველია
- საკუთარი ავტომობილი სასურველია ან კომპანიისგან გადმოგეცემათ სარგებლობაში მოპედი
პიროვნული უნარები და თვისებები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- მიზანდასახულობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: georgianimporter@gmail.com. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს (გაყიდვების მენეჯერი (პრისელერი).