• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ავეჯის მემონტაჟე
დამსაქმებელი: Litten Tree
კატეგორია: ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
ბოლო ვადა: 2024/01/04
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 2300 - 2500 ლარი
ნანახია: 1215 -ჯერ

თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და გაქვს უფრო მეტის სწავლის სურვილი, გინდა
განვითარდე პროფესიულად და გქონდეს სტაბიულური სამსახური, ავეჯის ქართულ
საწარმოში Litten Tree ავეჯის ამწყობ-მემონტაჟეს ვეძებთ.
 
ჩვენი მოთხოვნები ასეთია: 
 უნდა იყო 25-დან 45 წლამდე ასაკის.
 სასურველია თუ გექნება 1 წლიანი გამოცდილება;
 სასურველია გქონდეს ავტომობილის მართვის მოწმობა, B კატეგორია.

შენს მოვალოებებში შევა:
 ავეჯის ტრანსპორტირება დამკვეთის მისამართზე;
 დამზადებული ავეჯის დამკვეთის მისამართზე აწყობა-მონტაჟი;
 მონტაჟის ნაწილში დამკვეთთან კომუნიკაცია და მისთვის მაღალი ხარისხის
მომსახურების გაწევა;
 
ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ პროფესიული კრიტერიუმების გარდა პიროვნული
თვისებებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგია თუ იქნები:
 ხშირად იქნები ინიციატორი და სიახლეების მიმართ გახსნილი;
 გუნდური მუშაობა შენთვის სასიამოვნო იქნება;
 ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა შენი
ძლიერი მხარეები იქნება.
 გექნება მოლაპარაკებებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
ჩვენს კომპანიაში დაგხვდება:
 პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა;
 მეგობრული გუნდი;
 სტაბილური ანაზღაურება;
 პროფესიონალური დამოკიდებულება;
 საერთაშორისო კატეგორიის მანქანა-დანადგარები და მათთან მუშაობისა და
სწავლის შესაძლებლობა.
 
ხელფასი განისაზღვრება შენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის
გათვალისწინებით, საშუალოდ 2300-დან 2500 ლარამდე.
 
თუ თვლი, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო და ნაყოფიერი
იქნება გამოგვიგზვანე შენი აპლიკაცია (CV) ელ. ფოსტაზე: info@littentree.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერებზე: 574 07 00 11 ;  592 15 19 19

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა