• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ელექტრიკოსი
დამსაქმებელი: მიქსორი
ბოლო ვადა: 2023/04/11
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 287 -ჯერ
სამშენებლო კომპანია მიქსორი აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გრ. ლორთქიფანიძის ქ. 23 (ყოფილი კაეროს ქუჩა)
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ხიდურა და ჯოჯგინა ამწეების პრინციპული სქემების წაკითხვა და შეკეთების ცოდნა.
  • საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას ელ. დანადგარების უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის, სახანძრო და ელ. დანადგართა მოწყობის წესების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ელ. დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და მათი პერიოდული დათვალიერება;
  • ელ. დანადგარების ექსპლუატაციის, რემონტის და გაწყობის დროს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლი; დარღვევების გამოვლენა და ზომების მიღება მათ აღმოსაფხვრელად;
  • მიმდინარე, პროფილაქტიკურ, სარემონტო და ავარიული სამუშაოების ხელმძღვანელობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნება
  • ტექნიკური განათლება;
  • ელექტრიკოსის მე-6 კატეგორიის თანრიგის ქონა
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის პოზიციაზე;
 
უნარები:
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • პუნქტუალური, მიზანდასახული, საზრიანი და პასუხისმგებლობიანი;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mixori.com 
ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 571 041 939

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2023 წლის 13 აპრილი
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა