გაყიდვების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ჰორეკა დელივერი |
ბოლო ვადა: |
2023/04/05 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
სამუშაო გრაფიკი |
სრული დღე
|
ნანახია: |
60 -ჯერ |
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია ,,ჰორეკა დელივერი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი სრული
განათლება: უმაღლესი
ხელფასი: 1000-1300 ლარი + ბონუსი
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ფლობა.
ფუნქციები და მოვალეობები:
- გაყიდვების გეგმის შემუშავება;
- გაყიდვების არხების/ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა და პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება;
- მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
- ხელშეკრულებების დადება მომხმარებლებთან;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
- არსებული მომხმარებლებისათვის სიახლეების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
- შესრულებული დავალებების შესახებ რეპორტის მომზადება;
- დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და საჭირო ღონისძიებების გატარება;
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: horecadelivery2009@gmail.com
და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,, გაყიდვების მენეჯერი“.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.