• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აღწერის ოფიცერი
დამსაქმებელი: Coffee Star
ბოლო ვადა: 2023/04/05
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ნანახია: 236 -ჯერ
კომპანია „Coffee Star“, რომელიც ოპერირებს საცალო ვაჭრობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცერის პოზიციაზე: 
 
ფუნქცია - მოვალეობები:  
  • პროდუქციის შესწავლა;   
  • ობიექტებში ინვენტარიზაციის ჩატარება;  
  • დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში აქტის შედგენა;  
  • მაღაზიაში არსებული სასაქონლო ნაშთების შემოწმება და პროგრამულად დაფიქსირებულ ნაშთებთან შედარება;  
  • მიღებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებით შემოწმება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია  უმაღლესი განათლება , მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • MC Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;   
  • პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
 
პიროვნული თვისებები და უნარები: 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@coffeestar.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.  
გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს,რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშავოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის). კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. 
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა