• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის თანამშრომელი/მუშა
დამსაქმებელი: ესპანო
ბოლო ვადა: 2023/03/31
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ანაზღაურება: 1200 - 1200 ლარი
ნანახია: 446 -ჯერ

კომპანია     „ესპანო“     ქართულ  ბაზარზე   ფუნქციონირებს   2012 წლიდან   და ცნობილია  სამარკო   ნიშნით  „ესპანური სახლი“.   კომპანია მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს, ესპანური ბრენდების მაღალხასისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს:უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე (თიხა, ფაიფური) დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს,წებო ცემენტებს,ონკანებს,ასევე ლამინატებს და სხვა ორიგინალ სარემონტო მასალებს.კომპანია „ესპანო“-ს   გუნდი  მუდმივად  ორიენტირებულია განვითარებაზე, ინოვაციებზე,   ხარისხით შედეგის უზრუნველყოფაზე  და  მინიმალურ სარეალიზაციო  ფასებზე.კომპანიის  სერვისის  უპირატესობებია:მომხმარებლისადმი  გულისხმიერი, კეთილგანწყობილი  დამოკიდებულება და ყოველთვის   კვალიფიციური  ინფორმაციის   მიწოდება  პროდუქციის  შესახებ.  ჩვენი გამოცდილებით   და   რათქმაუნდა  მომხმარებლის  გემოვნების გათვალისწინებით    სრულყოფილი , ევროპული  დონის  კონსულტაცია.

 

კომპანია "ესპანო" აცხადებს ვაკანსიას მამაკაცებისთვის საწყობის თანამშრომლის (მუშის)  პოზიციაზე ქ.თბილისში.

 

 ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია საშუალო განათლება;
  • საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • კეთილსინდისიერი, დისიპლინირებული, პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ფუნქცია-მავალეობები:

  • პროდუქციის მიღება, დასაწყობება და რეალიზაციის შემდგომ კლიენტისთვის გაყიდული საქონლის მიწოდება;
  • საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება.

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • კომფორტულ,საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.;
  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  • სამუშაო საათები: 09:15 დან-18:15-მდე.
  • დასვენების დღეები: შეთანხმებით მენეჯერთან (თვეში ხუთი) დღე სურვილის მიხედვით.

 

მისამართი:  დიღომი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი  #124 

ანაზღაურება:  1200 ლარი 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ფოტოსურათით: espano2012@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა