საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია ფოთში
შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე ქ. ფოთში
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
** ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”).
 
ძირითადი მოვალეობები:
**  ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
**  პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
**  არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
**  განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
**  მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
**  სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
** დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
**  მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
**  გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
**  მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
**  ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
**  საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
**  საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
 
პიროვნული თვისებები:
**  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
**  დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
**  ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
**  გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
**  პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
**  პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
**  დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.
 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.
 ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: hr@bermeli.ge 
ან დაგვიკავშირდით   +995 568 700 300,  
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი.
გისურვებთ წარმატებას!