• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ბერმელი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2023/03/29
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 229 -ჯერ

 

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  „ბერმელი“აცხადებს ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის  პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

**  ინფორმაციის დაცვის სისტემებისა და საშუალებების არჩევა

**   მომხმარებელთა რეგისტრაციის/გაუქმების/უფლებების დროებითი შეჩერების განხორციელება დომენურ ქსელში, ბანკის საოპერაციო დღეში, საკრედიტო პროგრამაში და მათი უფლებების გამიჯვნა აღნიშნულ სისტემებში შესაბამისი პროცედურის საფუძველზე

**  საბანკო ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის პროგრამების დანერგვაში მონაწილეობის მიღება

**  ელექტრონული გასაღების, სერთიფიკატების და პაროლების პერიოდული ცვლილების პროცესის უზრუნველყოფა

**  ანტივირუსული პროგრამისა და ელ.ფოსტის მონიტორინგი

**  ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების შემთხვევების მოძიება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში

** სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში

** მონაცემთა ბაზებისა და ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებული უსაფრთხოების  საკითხების დეტალური ტექნიკური ცოდნა

** უსაფრთხოების სისტემებში გამოცდილება, მათ შორის: ფაიერვოლები, შემოჭრების აღმოჩენის სისტემები (IPS), ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემების აუთენტიკაცია, ლოგების მართვა, შემცველობის ფილტრაცია, 

** ქსელურ უსაფრთხოებასთან, ქსელურ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება და ასევე სისტემების, უსაფრთხოებისა და ქსელის მონიტორინგის უტილიტებთან მუშაობის გამოცდილება

** უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების, მოდელებისა და პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა

** კანდიდატი გაცნობიერებული უნდა  იყოს ვებ  ტექნოლოგიებში (ვებ-აპლიკაციები, ვებ სერვისები, სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურები) და ქსელთან/ვებთან დაკავშირებულ პროტოკოლებთან

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშო კვირა.

** ანაზღაურება:     კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით .

** აგრეთვე პროფესიულიტრენინგებისაჭიროებიდან გამომდინარე.

** დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგე ლექტრონულ მისამართეზე:  hr@bermeli.ge 

** გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ადგილი.

** გისურვებთ წარმატებას!

** საკონტაქტო ინფორმაცია:     +995 568 700 300

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა