• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-ოპერატორი
დამსაქმებელი: თეგეტა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2023/03/19
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 314 -ჯერ

მოლარე-ოპერატორი - თბილისი.

თეგეტას გუნდში მოლარე-ოპერატორს ვეძებთ. 

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

გვჭირდება მოლარე-ოპერატორი:

** რომელსაც აქვს დეტალებზე ორიენტაციის უნარი

** ანალიტიკური აზროვნების უნარი

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი

** დროის მართვის უნარი

** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

რას აკეთებს მოლარე-ოპერატორი?

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;

** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;

** საგადასახადო–ანგარიშფაქტურების გამოწერა;

** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;

** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა; 

** სალაროს წიგნის წარმოება.

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც.  შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს. 

დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და შეავსეთ აპლიკაცია: jobs.pointer.ge/detailview?vacancyId=382 ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: +995 595223713

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, თეგეტა

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა