• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგისტრატორი ჩხოროწყუში
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: ადმინისტრაცია, სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2014/09/27
მდებარეობა: ჩხოროწყუ
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 542 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზეჩხოროწყუში
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 37 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 11 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი.
 
„სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
 
სამუშაოს ადგილი:  ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს რაიონული ცენტრალური ჰოსპიტალი
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარგანსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • პაციენტის ბარათის შევსება ყველა საჭირო ინფორმაციის მიხედვით;
  • დარეგისტრტირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • გახსნილი ამბულატორიული ბარათების რეგისტარციის არქივში დაარქივება და საჭიროების შემთვევაში მათი პაციენტისთვის მოძიება;
  • წარმოშობილი რიგების მართვა, თავისუფალ სპეციალისტებთან პაციენტების გადანაწილება;
  • პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
  • მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა (უკმაყოფილო პაციენტების მოსმენა, დამშვიდება და უმართავი, მოუგვარებელი სიტუაციის შემთხვევაში პაციენტის მომსახურების დარბაზიდან გაყვანა/მორიდება და უშუალო უფროსის ან კლნიკის მენეჯერის სწრაფი ინფორმირება;
  • უკმაყოფილო პაციენტებისათვის რეკლამაციების ფორმების შევსების უზრუნველყოფა, ფორმების უშუალო უფროსისათვის და/ან პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის გადაცემა;
  • დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება.
  • სხვა ფუნქცია–მოვალეობები უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა (უპირატესად მომსახურების სფეროში, ფრონტ ოფისში მუშაობის გამოცდილება)
  • MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა.
 
დამატებითი მოთხოვნები:
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ზეპირი და წერილობითი  კომუნიკაციის წარმოების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა:
  • პასუხისმგებლობის  გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და მოქნილობა
 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  ელ.ფოსტაზე.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეგისტრატორი-ჩხოროწყუ.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა